თბილისის მერიის თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა

თბილისის მერიის, მუნიციპალური ინსპექციის თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა.

მერიის ინფორმაციით, ინფიცირებულთან ერთად მომუშავე ადამიანები თვითიზოლაციაში გადავიდნენ. მათივე თქმით, ინფიცირებული თანამშრომელი დისტანციურად მუშაობდა. მერიაში უკვე ჩატარდა შესაბამისი სადეზინფექციო სამუშაოები.

დღეს საქართველოში კორონავირუსის 179 ახალი შემთხვევა დადასტურდა.