თეა ჩემი მეგობარია და ცუდს ვერ ვიტყვი – გომელაური

“თეა ჩემი მეგობარია და ცუდს ვერ ვიტყვი”- ასე პასუხობს შს მინისტრი ვახტანგ გომელაური, მთავარი არხის ჟურნალისტისთვის მიკროფონის წართმევასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას : ჩაიდინა თუ არა თეა წულუკიანმა სისხლის სამართლის დანაშაული?

“თეა ჩემი ახლობელია, ჩემი მეგობარია და ცუდს ვერ ვიტყვი, იქიდან გამომდინარე, რომ როდესაც გვიჭირდა ძალოვან უწყებებს, მახსოვს, მისი განცხადებები იყო ჩვენი მხარდამჭერი”, – განაცხადა გომელაურმა.