თეონა ცხომელიძეს, რომელიც კორონავირუსისგან განიკურნა, კვლავ ინფიცირებულთან ჰქონდა კონტაქტი

რუსთავი 2–ის ჟურნალისტი, თეონა ცხოველიძე ამბობს, რომ კორონავირუსისგან გამოჯანმრთლების შემდეგ კვლავ ინფიცირებულთან ჰქონდა ხანგრძლივი კონტაქტი.

“მაშინ რომ არ მქონოდა კოვიდ 19 როცა მქონდა, მექნებოდა დღეს. ინფიცირებულთან მქონდა ორი დღის წინ ხანგრძლივი კონტაქტი და საქმიდან გამომდინარე არც ერთს გვეთებია პირბადე.
ჰოდა ასე ჯობდა აშკარად. მინიმუმ 3 თვე დაზღვეული ვარ”,– წერს ფეისბუქზე ჟურნალისტი.

ცნობისთვის, ცხომელიძე ვარაუდობდა, რომ კორონავირუსი თაკო ჩარკვიანისგან გადაედო, რომელიც მას ეთერში სტუმრად ჰყავდა მიწვეული.