თურქულმა ავიაგამანადგურებელმა ჩვენი SU-25 ჩამოაგდო, პილოტი დაიღუპა – სომხეთის საგარეო უწყება

სომხეთის თავდაცვის სამინისტროს პრესსპიკერის, შუშან სტეპანიანის განცხადებით, თურქულმა მრავალფუნქციურმა გამანადგურებელმა, F-16-მა მათი ავიაგამანადგურებელი, SU-25 ჩამოაგდო.

მისი თქმით, გარდაიცვალა პილოტი. სტეპანიანის განცხადებით, ეს ავიაგამანადგურებელი დღეს, 29 სექტემბერს თურქეთიდან ჩაფრინდა აზერბაიჯანში.

აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ყარაბაღის რეგიონში შეიარაღებული დაპირისპირება 27 სექტემბერს დაიწყო. დაღუპულია ათობით და დაშავებულია ასობით ადამიანი, მათ შორის მშვიდობიანი მოქალაქეები. მხარეები მძიმე არტილერიის გამოყენებასა და სიტუაციის ესკალაციაში ერთმანეთს ადანაშაულებენ.

ოფიციალური მონაცემებით, სამხედრო მოქმედებების დაწყებიდან რეგიონში 95 ადამიანი დაიღუპა, მათგან 11 მშვიდობიანი მოქალაქე.