“თუ ვერ იპოვეს დაგიჭერენ, ჯერ ჩუმად ვარ.. მეშინია” – შაქარაშვილის საქმის მოწმის სატელეფონო მიმოწერა გასაჯაროვდა

ტვ “პირველი” თენგო ბარაქაძისა და მისი მეგობარი გოგონას მიმოწერას ასაჯაროვებს, სადაც საუბარია ხიდთან მომხდარ ინციდენტზე. როგორც ბარბაქაძე მის მეგობარ გოგოს, სახელად ანას სწერს, მოხდა დაპირისპირება, რა დროსაც ერთი ადამიანი გაუჩინარდა და ამის გამო მას შესაძლოა პატიმრობა დაემუქროს.

“ანი, შეიძლება დამიჭირონ, ვიჩხუბეთ და დაიკარგა ერთ-ერთი იმათგანი.

-მე შენზე ძალიან ვნერვიულობ და მეშინია, რეებს მელაპარაკება, ეს ვერ არის. უნდა გეთქვა, რომ გეკიდე. თუ ვერ იპოვეს, დაგიჭერენ. ანუ, ჰო, 20 წლით.

-რატომ დამიჭერენ?

-არ ვიცი, შენ მითხრარი, ეგ უბრალოდ გითხარი. რა საფრთხე გემუქრება.

-დამკითხეს, მთელი ღამე იქ ვიყავი, ტელეფონი წამართვეს. ყველაფერი ნახეს,”- ნათქვამია მიმოწერაში.

-მივხვდი, გული მერევა სად იყო ის ტიპი

-ტვინს მიჭამ გაიგე?! ჩემი გამჭირვებია ეს კიდე მიმატებს მთელი ღამე იქ ვეგდე

-შენი ბრალია

-აუ რაც გინდა ის ქენი რა ~

– დავაი რა წესიერად მელაპარაკე თორე რაც მოგივა ნახავ ახლა ჩუმად ვარ. ჯერ ჩუმად ვარ იმიტო რო მეშინია საშინლად

-დახმარების მაგივრად ნერვებს მიშლი

-თენგო დახმარების საშუალება არ მომეცი რომ დაგხმარებოდი.”

არსებული ინფორმაციით, გამოძიებას უკვე იდენტიფიცირებული ჰყავს გოგო, ვისაც თენგო ბარბაქაძე სწერდა.

შეგახსენებთ, რომ თენგო ბარბაქაძე 18 ივნისს, ხიდის ინციდენტში მონაწილეობდა. მას წვეულებაზე ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, რის შემდეგაც რამდენიმე მეგობართან ერთად ტერიტორია დატოვა და თბილისისკენ გაემართა. მას შემდეგ რაც წვეულებაზე მყოფმა ორმა მეგობარმა დაურეკა და უთხრა, რომ ფიზიკურად უსწორდებოდნენ, ისინი კვლავ უკან, წვეულებაზე გაბრუნდნენ,  რა დროსაც გზაში შეხვდათ ის პირები, რომელთაც აგარაკზე განერიდნენ. ბარბაქაძე “მერსედესის“ მარკის ავტომობილში იჯდა.