თუ ”ოცნება”დაიწყებს მოსამართლეების დანიშვნას, გავალთ პარლამენტიდან – ხაზარაძე

“თუ “ქართული ოცნება”დაიწყებს მოსამართლეების დანიშვნის პროცესს, გავალთ პარლამენტიდან “-  ამის შესახებ, პარტია “ლელოს” ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ, პლენარულ სხდომაზე განაცხადა. ხაზარაძემ ხელისუფლება ვენეციის კომისიის რეკომენდაციების დარღვევასა და შეთანხმების დოკუმენტის შეუსრულებლობაში დაადანაშაულა.

“მინდა გავაჟღერო ფრაქცია “ლელო – პარტნიორობა საქართველოსთვის” ინიციატივა და ვთხოვო ოპოზიციას, რომ გაიზიაროს ეს ინიციატივა, რომ თუ “ქართული ოცნება” მსგავსი მეთოდით დაიწყებს ამ საკითხის ფორსირებას, ანუ მოსამართლეების დანიშვნის პროცესს, მე მინდა მოვუწოდო სრულიად ოპოზიციას, რომ ჩვენ გავალთ პარლამენტიდან და დარჩებით მარტო”, – თქვა მამუკა ხაზარაძემ.