“ოცნების” სიაში მოსახვედრად ადამიანს დასავლური ღირებულებები უნდა ჰქონდეს – იონათამიშვილი

ქართული ოცნების დეპუტატი რატი იონათამიშვილი იმ თვისებებს ასახელებს, რომელიც “ქართული ოცნების” სიაში მოსახვერად მნიშვნელოვანია. ის ჯერჯერობით არ ასახელებს, ვინ იქნებიან ოცნების სიაში.

“რაც შეეხება სიას, ჩვენთვის მნიშვნელოვანია შემდეგი კომპეტენციები: იყოს პროფესიონალი, კეთილსინდისიერი ადამიანი და ასევე მას ჰქონდეს დასავლური ღირებულებები. რაც შეეხება პერსონალიებს, ვფიქრობ, რომ ახლა არასერიოზული იქნება ამაზე საუბარი. თავის დროზე საზოგადოება ყველაფერს გაიგებს”, – განაცხადა იონათამიშვილმა ტვ პირველთან საუბრისას.