იონათამიშვილი გახარიას გუნდზე: მორალურად სწორი იქნება, მანდატებიც დატოვონ

ქართული ოცნების წევრი რატი იონათამიშვილი ამბობს, რომ მორალური იქნება, თუ გახარიას გუნდის წევრები მმართველი პარტიის დატოვების შემდეგ მანდატებსაც დატოვებენ.

“საპარლამენტო უმრავლესობიდან გასულ დეპუტატებს საპარლამენტო მანდატის დატოვებას კანონი არ ავალდებულებს, თუმცა მორალურად ეს სწორი ნაბიჯი იქნებოდა.

სამწუხაროდ ქართულ პოლიტიკაში არ გვაქვს გამოცდილება, როდესაც ტოვებენ პარტიას, დატოვონ საპარლამენტო მანდატიც, რაც ნამდვილად სამართლიანი და ღირესული ნაბიჯი იქნებოდა“,- ამბობს რატი იონათამიშვილი.

ის ასევე აღნიშნავს, რომ მანკიერი პრაქტიკაა, როცა ადამიანები არჩევნებს იგებენ და პარტიიდან გასვლის შემდეგ “ოპონირებას იმ მანდატით იწყებენ, რომელიც მათთვის ამომრჩეველს არ მიუნიჭებია”.

დღეს “ქართული ოცნება” გახარიას გუნდის 6-მა წევრმა დატოვა.