ირაკლი ღარიბაშვილი 12 მაისს სომხეთს ეწვევა

პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 12 მაისს ოფიციალური ვიზიტით სომხეთს ეწვევა და ნიკოლ ფაშინიანს შეხვდება.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში სომხეთის მთავრობის რეზიდენციაში დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართება. ირაკლი ღარიბაშვილსა და ფაშინიანს შორის გაფართოებული ფორმატის მოლაპარაკებები გაიმართება. დაგეგმილია ირაკლი ღარიბაშვილისა და ნიკოლ ფაშინიანის ერთობლივი მიმართვა პრესისადმი.

ღარიბაშვილთან ერთად ერევანში მიემგზავრება ვიცეპრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი.