იუსტიციის სახლების თანამშრომლებს პირველი ივლისიდან ხელფასი გაეზრდებათ – მინისტრი

იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის განცხადებით, იუსტიციის სახლების თანამშრომლებს პირველი ივლისიდან სახელფასო ანაზღაურება გაეზრდებათ.

„ბატონი პრემიერ-მინისტრის მხარდაჭერით, იუსტიციის სახლების თანამშრომლებს პირველი ივლისიდან სახელფასო ანაზღაურება გაეზრდებათ. ბატონო პრემიერ-მინისტრო, მინდა ამ გადაწყვეტილებისთვის თქვენ პირადად, ძალიან დიდი მადლობა გადაგიხადოთ“, – თქვა მინისტრმა.

მას არ დაუკონკრეტებია, რამდენი ლარით გაეზრდებათ დასაქმებულებს ხელფასი.