კანადის პრემიერმა, რასიზმის საწინააღმდეგო აქციაზე სოლიდარობის ნიშნად დაიჩოქა

კანადის პრემიერ-მინისტრმა, ჯასტინ ტრუდომ, ოტავაში გამართულ რასიზმის საწინააღმდეგო აქციაზე დაიჩოქა. პრემიერმა ამით აშშ-ში მიმდინარე აქციების მიმართ სოლიდარობა გამოხატა.ამის შესახებ ინფორმაციაას CNN ავრცელებს.

პრემიერ-მინისტრი აშშ-ის ქალაქ მინეაპოლისში პოლიციის ძალადობის შედეგად დაღუპული ჯორჯ ფლოიდისადმი მიძღნილ აქციაზე მივიდა, სადაც კომენტარი არ გაუკეთებია, მაგრამ სათქმელი თავისი ქმედებით თქვა. აქციაზე გარდაცვლილს 9 წუთიანი დუმილით მიაგეს პატივი, რომლის დროსაც პრემიერმა დაიჩოქა.

ამერიკულ ქალაქებში საპროტესტო აქციების ძლიერი ტალღა მასობრივად გავრცელებულმა ვიდეომ გამოიწვია, რომელშიც თეთრკანიანი პოლიციელი შავკანიან ჯორჯ ფლოიდს აკავებს. დაკავების მომენტი ინციდენტის შემსწრე უბრალო გამვლელმა ტელეფონით გადაიღო. პოლიციელს ბორკილდადებულის კისერზე მუხლი 5 წუთზე მეტხანს ჰქონდა დაბჯენილი და არ უშვებდა, იმის მიუხედავად, რომ ფლოიდი შველას ითხოვდა და იმეორებდა, რომ ვერ სუნთაქავს და იხრჩობა.

დაკავებული მამაკაცი მაშინვე გარდაიცვალა, პოლიციელი კი რამდენიმე დღის შემდეგ დააკავეს და ისიც მხოლოდ მას შემდეგ, რაც ფლოიდის მშობლიურ ქალაქ მინეაპოლისში მასობრივი დემონსტრაციები დაიწყო. პოლიციელს ბრალი ორი მუხლით წაუყენეს: მესამე ხარისხის მკვლელობა და სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობა. მინეაპოლისში და მეზობელ სენტ-პოლში დაწყებული აქციები მალევე ამბოხში და ძალადობრივ სამოქალაქო დაუმორჩილებლობაში გადაიზარდა.