კახიშვილი 39%, ჭიჭინაძე 17%, ვაშაძე 14% – პარტია “ტრიბუნას” კვლევა ისნის ოლქში

ისნის მაჟორიტარობის კანდიდატი, დავით ჭიჭინაძე საკუთარი პარტიის, “ტრიბუნას” მიერ ჩატარებული კვლევის შესახებ ფეისბუქზე პოსტს აქვეყნებს.

მისი თქმით, პარტიამ სტუდენტების დახმარებით კვლევა ჩააატარა, რომლის მიხედვით, ისნის საარჩევნო ოლქში მხარდაჭერით ქართული ოცნების მაჟორიტარობის კანდიდატი, კახა კახიშვილი ლიდერობს, მას მოსდევს დავით ჭიჭინაძე, შემდეგ სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერი გიორგი ვაშაძე და ენმ–ს კანდიდატი, ხატია დეკანოიძე.

ჭიჭინაძის ინფორმაციით, “ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს, რომელ მაჟორიტარ კანდიდატს დაუჭერდით მხარს” – კითხვაზე, კანდიდატების მხარდაჭერა ასე გადანაწილდა:

  • დავით ჭიჭინაძე – 17%
  •  გიორგი ვაშაძე – 14%
  • ხატია დეკანოიძე – 12%
  •  ლანა გალდავა – 3 %
  •  რამაზ ბლუაშვილი – 1%
  •  არცერთი – 14 %

ჭიჭინაძის განცხადებით, კვლევა მისმა პარტია “ტრიბუნამ” ჩაატარა, შესაბამისად, დამკვეთიც ის იყო. კვლევისას გამოიკითხნენ ისნის საარჩევნი ოლქში მცხოვრები სრულწლოვანი მოქალაქეები. კვლევის მეთოდი პირისპირი ინტერვიუ იყო, რომლის ფარგლებშიც 1500 მოქალაქე გამოკითხეს. კვლევა 26 აგვისტოდან 7 სექტემბრამდე პერიოდში ჩატარდა. კვლევაში მონაწილეობაზე უარი 287–მა ადამიანმა თქვა.