კელი პრემიერს: NATO-ს სჭირდება საქართველო, რომელსაც ჰყავს პლურალისტული პარლამენტი

საქართველოში აშშ–ს ყოფილი ელჩი, იან კელი პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას ეხმაურება.

პრემიერმა თქვა, რომ “დროა საქართველო ნატოში გაწევრიანდეს, ნატოს ისევე სჭირდება საქართველო, როგორც ჩვენ”

“NATO-ს სჭირდება საქართველო – საქართველო, რომელსაც ჰყავს პლურალისტული პარლამენტი, დამოუკიდებელი სასამართლო და მთავრობა, რომელიც ანგარიშვალდებულია ამ ორის წინაშე. საქართველოს ყველა მეგობარმა მხარი უნდა დაუჭიროს მათ, ვინ ამის მისაღწევად მუშაობს”. – წერს იან კელი ტვიტერზე.