ლარი კვლავ გამყარდა – ახალი კურსი

2 ოქტომბერს ეროვნულმა ბანკმა მორიგი სავალუტო ინტერვენცია განახორციელა, რომელზეც $20 მილიონი აშშ დოლარი გაყიდა. შედეგად ლარი მცირედით გამყარდა.

აშშ დოლართან მიმართებით ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსი 0.13 თეთრით გამყარდა, შედეგად ერთი დოლარის ღირებულება 3.1975 ლარი გახდა. ევროსთან მიმართებით კი კურსის გამყარებამ 0.85 თეთრი შეადგინა, რის შედეგადაც ერთი ევროს საფასური 3.7475 ლარი გახდა.