მაგთის  კიდევ ერთი განახლებული მომსახურების ოფისი თბილისში

დღეიდან მაგთიკომი მომხმარებლებს კიდევ ერთი განახლებული ოფისით მოემსახურება.

ეს თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე, უნივერსიტეტის პირდაპირ მდებარე მაგთის ოფისია, რომელიც განსაკუთრებული ხალხმრავლობითა გამოირჩევა.

სექტემბრიდან მაგთიკომის რებრენდინგს და ლოგოს ცვლილებას რიგი სიახლეები მოჰყვა, კომპანიაში ეტაპობრივად დაიწყო როგორც მომსახურების ოფისების ისე ციფრული არხების და სერვისების განახლება.

თანამედროვე სამყაროს ცხოვრების სტილი და ტექნოლოგიური პროგრესი მნიშვნელოვნად ცვლის  მომხმარებლის ქცევას, ის  უფრო მარტივ, სწრაფ, კომფორტულ გადაწყვეტებს ითხოვს. იზრდება ინდივიდუალური მიდგომებისა და დისტანციური სერვისების საჭიროება. სწორედ ამ მოთხოვნების საპასუხოდ შესთავაზა მაგთიკომმა მომხმარებლებს განახლებული ციფრული არხები და ახალი სერვისები.

მაგთის განახლებული ვებ გვერდი და მობილური აპლიკაცია უფრო მრავალფუნქციური, ინტერაქტიული და მომხმარებელთან ახლო ურთიერთობაზე დმაყარებული გახდა. განახლებული აპლიკაცია MyMagti სხვადასხვა საკომუნიკაციო სერვისის – მობილური, ფიქსირებული ინტერნეტის, IP და სატელიტური ტელევიზიის – მარტივად მართვის საშუალებას იძლევა, რაც განსაკუთრებით აქტუალურია დღეს, როდესაც დისტანციურ სერვისებზე მოთხოვნა გაზრდილია. ამ აპლიკაციით მომხმარებელს უკვე შეუძლია, ისარგებლოს მაგთის ახალი მობილური სერვისით „კოქტეილი“ – აირჩიოს მზა კოქტეილებიდან ერთ-ერთი ან თავად შექმნას სასურველი პროდუქტი.

კოქტეილი სხვადასხვა სერვისის: ხმოვანი, მოკლე ტექსტური შეტყობინების და მობილური ინტერნეტმომსახურების კომბინაციას წარმოადგენს. კომბინირებული პაკეტები ქართულ ბაზარზე აპრობირებულია, მაგრამ ახლებურია მაგთის მიდგომა, რომელიც მომხმარებელს საკუთარი პაკეტის თავად შექმნის შესაძლებლობას აძლევს.

„ასაკი, გემოვნება, ინტერესები და  ჩვევები იმდენად განასხვავებს მომხმარებლების დამოკიდებულებებსა და საჭიროებებს, რომ ყველაზე მრავალფეროვანი არჩევანის პირობებშიც კი, შეუძლებელია სერვისი ინდივიდუალურ  მოთხოვნებს სრულად მიესადაგებოდეს. ამიტომ იდეალურია შეთავაზება, რომელიც საკუთარი პროდუქტის თავად შექმნის  შესაძლებლობას იძლევა“, – აცხადებენ მაგთიკომში.

მაგთის სლოგანი – „კავშირი თქვენს სამყაროსთან“ უცვლელი დარჩა.  მაგთი კვლავაც  ყველგან და  ყველას კავშირს უზრუნველყოფს.

დღეს ყველაზე მეტი ირჩევს მაგთის, რაც დაფარვის მაღალ ხარისხზე და ქსელის საიმედოობაზე მიუთითებს.