მამის “Facebook” პოსტის შემდეგ, არასრულწლოვანი გოგოს მიმართ ადევნების და მუქარის ფაქტზე პროკურატურამ ბრალდებულის პატიმრობა მოითხოვა

მამის “Facebook” პოსტის შემდეგ, არასრულწლოვანი გოგოს მიმართ ადევნების და მუქარის ფაქტზე პროკურატურამ ბრალდებულის პატიმრობა მოითხოვა

ცოტახნის წინ იუ­რის­ტმა და ფი­ნან­სის­ტმა ვახო ჭუმ­ბუ­რი­ძემ სოციალურ ქსელში  მის 15 წლის ქა­ლიშ­ვილ­ზე გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ ზე­წო­ლა­ზე დაწერა. მისი თქმით, მის შვილზე ხორციელდება ფსიქოლოგიური ზეწოლა და  სა­მარ­თალ­დამ­ცავ უწყე­ბებს მი­მარ­თა. მაგრამ 2 კვირის განმავლობაში არანაირი შედეგი ამან არ გამოიღო ამ დროის განმავლობაში კი მის შვილზე ფსიქოლოგიური ზეწოლა კიდევ რამდენჯერმე განმეორდა.

სოციალურ ქსელში დაწერილი სტატუსის შემდეგ  შემდეგ პროკურატურამ განცხადება გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნულია, რომ არასრულწლოვანი გოგოს მიმართ ადევნების და მუქარის ფაქტზე ბრალდებული რ.ნ.-სთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართეს.

“ვაკე-საბურთალოს რაიონულმა პროკურატურამ არასრულწლოვანი გოგონას მიმართ ადევნების და მუქარის ფაქტზე ბრალდებული რ.ნ.-სთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართა.

პროკურატურამ რ.ნ.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და 151-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარუდგინა.შსს ქ.თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ რ.ნ.-სთვის ცნობილი იყო, რომ დაზარალებული თ.ჭ.

არასრულწლოვანი იყო, თუმცა მიუხედავად ამისა იგი 2020 წლის თებერვლის დასაწყისიდან დღემდე სისტემატურად, პირადად ამყარებდა გოგონასთან არასასურველ კომუნიკაციას, ურეკავდა სხვადასხვა მობილური ტელეფონის ნომრებიდან და სოციალური ქსელების „ფეისბუქის“ და „Instagram“-ის მეშვეობით მოკლე ტექსტურ შეტყობინებებს უგზავნიდა.

ასევე რ.ნ. სისტემატურად უკავშირდებოდა დაზარალებულის ნათესავს და მეგობრებს და მათი მეშვეობით ცდილობდა თ.ჭ.-სთან კომუნიკაციის დამყარებას. 2020 წლის 7 ივნისს რ.ნ. საცხოვრებელ კორპუსთან დახვდა დაზარალებულს და მასთან პირადი კომუნიკაციის დამყარებას შეეცადა, რის შედეგადაც თ.ჭ.-ს შეეშინდა და კორპუსის დაცვის თანამშრომლის დახმარებით დაბრუნდა საცხოვრებელ ბინაში.

ასევე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის 13 თებერვალს, თ.ჭ.-მ ბრალდებულისგან „ფეისბუქის“ მეშვეობით სიცოცხლის მოსპობის მუქარის შემცველი შეტყობინება მიიღო.  2020 წლის 17 ივნისს თ.ჭ. დაზარალებულად იქნა ცნობილი.
სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება. “, ნათქვამია უწყების განცხადებაში.