მესიმ ნონა გაფრინდაშვილს ავტოგრაფიანი მაისური გამოუგზავნა

ჭადრაკში მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონ ნონა გაფრინდაშვილს დაბადების დღესთან დაკავშირებით მსოფლიოს ერთ-ერთმა საუკეთესო ფეხბურთელმა, ლეო მესიმ მაისური გამოუგზავნა.

საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ინფორმაციით, მაისურზე დატანილი იყო წარწერა: ნონა, დაბადების დღეს გილოცავ!

“ეს საჩუქარი ჩემთვის ძალიან მოულოდნელი იყო, მაგრამ აქ ისეთი სიტყვები წერია, ჩემი სახელიც მიწერილია, გილოცავ დაბადების დღეს — ლეო მესი. ჩემს მუზეუმში ეს მაისური განსაკუთრებული რელიკვიის ადგილს დაიკავებს,” – თქვა გაფრინდაშვილმა.

ფედერაციის ცნობით, ნონა გაფრინდაშვილი წლებია ბარსელონას და მესის ქომაგობს, რის შესახებაც არგენტინელმა ფეხბურთელმა ფიდეს ხელმძღვანელებისგან შეიტყო, სიურპრიზის მთავარი ინიციატორი ფიდეს ვიცე-პრეზიდენტი აკაკი იაშვილი გახლდათ.