მზად ვართ, ვესაუბროთ, მისი პოზიცია სახელმწიფოებრივია – ვოლსკი ელისაშვილზე

ოცნების დეპუტატი გია ვოლსკი მოქალაქეების ლიდერის, ალეკო ელისაშვილის განცხადებას ეხმიანება და მას სახელმწიფოებრივს უწოდებს.

ელისაშვილმა თქვა, რომ ოპოზიციასთან მოლაპარაკებებს ასრულებს და ოცნებას შეხვედრისკენ მოუწოდებს.

“ჩვენ მზად ვართ არა თუ ალეკო ელისაშვილის, ნებისმიერ ოპონენტს ვესაუბროთ, ეს არის მთავარი თემა იმასთან დაკავშირებით, რომ არჩევნები არ ჩატარებულა ისეთი დარღვევების ფონზე, რომელსაც შეეძლო გავლენა მოეხდინა მის შედეგებზე. მე ვფიქრობ, რომ ალეკო ელისაშვილის გადაწყვეტილება და პოზიცია სახელმწიფოებრივია და უპირისპირდება იმ პოზიციას, რომელიც გააჩნია არამარტო სააკაშვილის, არამედ გააჩნია საქართველოსთვის არაკეთილმოსურნე მხარეს, რომელსაც დესტაბილიზაცია მიაჩნია თავისი სტრატეგიის მთავარ ამოცანად საქართველოში”, – ამბობს გია ვოლსკი.