მთავრობა ჩინური ვაქცინების, “სინოფარმისა” და “სინოვაკის” შემოტანას განიხილავს

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, განიხილება ჩინური ვაქცინების შემოტანაც. გაბუნაის განმარტებით, „სინოფარმი“ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მხრიდან ავტორიზაციას სავარაუდოდ მარტის ბოლომდე მიიღებს.

“მიმდინარეობს მუშაობა სხვადასხვა კომპანიებთან ბილატერალური (ორმხრივი) შეთანხმების გაფორმებისთვის, მათ შორის გახლავთ, „მოდერნა“, ასევე „სინოფარმი“, „სინოვაკი“. მოგეხსენებათ, ჩინური ვაქცინები განიხილება განსაკუთრებით, „სინოფარმი“ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაციისთვის და მარტის ბოლომდე მოსალოდნელია მათ ავტორიზაცია მიიღონ, „სინოფარმი“ უკვე აღიარებულია უნგრეთის მარეგულირებლის მიერ”,- განაცხადა გაბუნიამ.

მისივე თქმით,  მარტის ბოლოდან ქვეყანა ვაქცინაციის პროგრამას დაიწყებს.