მოვუწოდებ საქართველოს პრეზიდენტს, გამოიყენოს თავისი უფლებამოსილება – ფოტიგა რურუაზე

ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა რურუასთვის 4-წლიანი პატიმრობის მისჯას ეხმიანება და პრეზიდენტს მოუწოდებს, გამოიყენოს უფლებამოსილება და შეიწყალოს.

საქართველოს ბევრი მეგობარი მედიის მფლობელ გიორგი რურუას დაკავებას და ახლა უკვე სასჯელს პოლიტკურად მიიჩნევს. მოვუწოდებ საქართველოს პრეზიდენტს, გამოიყენოს თავისი უფლებამოსილება, როგორც იმ სხვა ფიგურების შემთხვევაში ქნა, რომელთა საქმეც რვა მარტის შეთანხმების ნაწილი იყო. ეს გააუმჯობესებდა კლიმატს არჩევნების წინ”,- წერს ფოტიგა ტვიტერზე.

მთავარი არხის“ ერთ-ერთი მეწილე გიორგი რურუამ სასამართლომ დამნაშავედ ცნო და მას თავისუფლების აღკვეთა 4 წლის ვადით შეუფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა გამოაცხადა. მოსამართლემ რურუა წარდგენილ ორივე მუხლში გაამტყუნა.

გიორგი რურუა გასული წლის 18 ნოემბერს, ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა შენახვის ბრალდებით დააკავეს. რურუა ბრალს არ აღიარებს.

გიორგი რურუა მოძრაობა “სირცხვილიას” აქციებს აფინანსებდა, ასევე, გახდა მთავარი არხის მეწილე.

გიორგი რურუას გათავისუფლება ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის 8 მარტს მიღწეული შეთანხმების ნაწილია, თუმცა “ქართული ოცნება” შეთანხმების მეორე ნაწილის არსებობას დღემდე უარყოფს. მიუხედავად ამისა, ოპოზიციისა და დასავლელი პარტნიორების ზეწოლის ფონზე, საქართველოს პრეზიდენტმა უკვე შეიწყალა უგულავა და ოქრუაშვილი.