მომასმენინეს, როგორ ეძახიან დედაჩემს “გიჟს” – რას ყვება ჩარკვიანი რესპუბლიკურზე

სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერი, კორონავირუსით ინფიცირებული თაკო ჩარკვიანი წერს, რომ მის ინფიცირებულ დედას რესპუბლიკურ საავადმყოფოში უყვირიან და “გიჟს” უწოდებენ.
“რა ხდება სამ დღეში რესპუბლიკურში!?
კვება (დილის კვება შედის 13 საათზე) ფოტოებს არ ვდებ დედას გამო, მომვლელი-შვილივით მშვიდი რიტა, რომელსაც კოვიდი დაუდასტურდა და მხოლოდ ახლა შევაყვანინე დედა მასთან და უფრო მშვიდად ვარ, გაგიჟებულია, 3 დღეში დედა შეიყვანეს ნაწოლებით, ვიდეოზე ჩამიწერეს, როგორ უყვირიან ექთნები დედას (რომელიც უსინათლოა სრულიად და ბუნებრივია ფსიქოლოგიურად ითხოვდა ახსნას, სად იმყოფებოდა, რატომ არ ვიყავი მე მასთან ან რატომ არ იყო იქ მომვლელი). აი რატომ ვღელავდი ასე დედაზე, თითქოს გული მიგრძნობდა, მომასმენინეს გოგოებმა, როგორ უწოდებენ მას “გიჟს”, ჩემს ტვინით გატენილ დედას”,- ყვება ჩარკვიანი.
მისი თქმით, დედამისს სრულიად საღი აზროვნება აქვს, უბრალოდ უსინათლო მოხვდა კლინიკაში და კითხვები ჰქონდა.
ჩარკვიანი რესპუბლიკურ საავადმყოფოს მოუწოდებს, რომელიც საპარტნიორო ფონდს ეკუთვნის, რომ “ბოლომდე ჩაყვება”.
“ეს რესპუბლიკური ეკუთვნის საპარტნიორო ფონდს, ხელმძღვანელობას, რომელსაც ასე ჰყავს მიშვებული პერსონალი არ უნდა იმყოფებოდეს ამ პოსტზე, არიან გამონაკლისი კარგი ექიმები, მაგ ნათია ცხაკაია (გვარი არ ვიცი სამწუხაროდ, მენეჯერი მირანდა კარგი პიროვნება ძალიან). ახლა მივმართავ რესპუბლიკურის ხელმძღვანელობას, ჩათვალეთ, რომ პირველივე შესაძლებლობისთანავე “ბოლომდე ჩაგყვებით”, რომ არ გაბედოთ ადამიანებს და თან პლუს მოხუცებს ოდესმე ასე მოექცეთ (გედი ფოფხაძეს ვუსმინე გუშინ ასევე რესპუბლიკურისგან- მათი უმსგავსობისგან “ გაგიჟებულს”).
ყველა არამზადა არ შეიძლება ექიმი იყოს, (პარტნიორთა ფონდი დიდი ხელფასებით დავით საგანელიძევ, 28 ათასი ხელფასით როგორ ხართ? ტელევიზიებით მოგადგებით ადგომიდან პირველივე დღეს! რესპუბლიკური საავადმყოფოს ხელმძღვანელობას მიხედეთ ხელისუფლებავ! მე მივხედავ მაგის გარანტიას გაძლევთ!”,– წერს ფეისბუქზე თაკო ჩარკვიანი.
მას, მის მეუღლეს და დედას კორონავირუსი რამდენიმე დღის წინ დაუდასტურდათ.