მოქალაქეებს პირბადის არტარებაზე აჯარიმებენ, ეს რესტორანში ქეიფობს – ჯაფარიძე პოზნერზე

“გირჩი – მეტი თავისუფლების” ლიდერი ზურა ჯაფარიძე ვლადიმერ პოზნერის ვიზიტს ეხმაურება.

“ესაა ჩამოსული ათობით მეგობართან ერთად, დაბადების დღე უნდა აღნიშნოს საქართველოში
ქართული პოლიციის ესკორტით მოძრაობს. ქართული პოლიციით გარშემორტყმულ რესტორანში ზის ამ მომენტში.

როცა საქართველოს მოქალაქეებს პირბადის არ ტარებაზე აჯარიმებენ ქუჩაში, ეს თავისუფლად გადაადგილდება ქუჩაში და რესტორანშიც ქეიფობს”,– წერს ჯაფარიძე Facebook-ზე.

რუსი პროპაგანდისტი თანმხლებ პირებთან ელენე ახვლედიანის ქუჩაზე, რესტორან “ვინოტელში” იმყოფება, რათა თავისი დაბადების დღე აღნიშნოს.

ვლადიმერ პოზნერმა თბილისში ჩამოვლის შემდეგ განაცხადა, რომ “შესაძლოა” აფხაზეთზე თქვა, რომ “ის აღარასდროს იქნება საქართველოს ნაწილი”, თუმცა ახლა პოლიტიკაზე არ ისაუბრებს, რადგან აქ დაბადების დღის აღსანიშნავად ჩამოვიდა.