მუზიკანტისთვის შაბაში რომ არ მიგიციათ, იმიტომ აგებთ არჩევნებს – ოცნების პიარ მრჩეველი

ქართული ოცნების პიარ მრჩეველი ლაშა ნაცვლიშვილი ოპოზიციაზე ამბობს, რომ მუსიკოსთვის “შაბაში” რომ არ მიუციათ, იმიტომ “აგებენ არჩევნებს”.

ისანში ქართული ოცნების მაჟორიტარობის კანდიდატმა კახა კახიშვილმა არჩევნების მეორე ტურში გამარჯვება, რომელშიც ოპოზიცია არ მონაწილეობდა, დოლ–გარმონით აღნიშნა. მან მუსიკოსებს შაბაშებიც მისცა.

“მუზიკანტისთვის შაბაში რომ არ მიგიციათ ცხოვრებაში, იმიტომ აგებთ ამ ქვეყანაში ყველა დონის არჩევნებს. ან სად უნდა მიგეცათ, ტარგეტირებული ჩართულობის ფარგლებში ჩატარებული ვორქშოფის კოფებრეიკზე მუქთა პეჩენიის ღრღნაში გამოზრდილ-დავაჟკაცებულებს”,– წერს ქართული ოცნების პიარ მრჩეველი.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ხმების 100% უკვე დათვლილია. არჩევნების მეორე ტურში, რომელშიც ოპოზიცია მონაწილეობას არ იღებდა, ბუნებრივია, 17–ვე მაჟორიტარულ ოლქში “ქართული ოცნების” კანდიდატმა გაიმარჯვა.