მყვინთავი კუზა ვეშაპმა გადაყლაპა

აშშ-ში 56 წლის  მყვინთავი, მაიკლ პაკარდი, კუზა ვეშაპმა გადაყლაპა. ის ვეშაპის მუცლის ღრუში თითქმის 1 წუთის განმავლობაში იმყოფებოდა. ამჟამად ის თავს კარგად გრძნობს და მკურნალობას, პროვინსთაუნის კლინიკაში გადის.

მაიკლ პაკარდი, ომარებს იჭერდა რა დროსაც მოულოდნელად თავს დაესხა კუზიანი ვეშაპი. მაიკლს თავდაპირველად ეგონა, რომ ზვიგენი დაესხა თავს, თუმცა არანაირი ტკივილი და კბილები არ უგრძვნია რის შემდეგაც, გააცნობიერა, რომ ვეშაპის მუცლის ღრუში იმყოფებოდა.

“მივხვდი რომ ჩემს გადაყლაპვას ცდილობდა და მზად ვიყავი უკვე სიკვდილისთვის მივხვდი რომ ეს დასასრული იყო.  ღრმად ვსუნთქავდი რადგან ჰაერი ჯერ კიდევ იყო დარჩენილი მუცლის ღრუში, თუმცა მალევე ვეშაპმა ამოისუნთქა, თავი გააქნია და გადმომაფურთხა.” – ამბობს მყვინთავი.

კუზა ვეშაპის (Megaptera novaeangliae)  სხეულის სიგრძე 16 მეტრი, სხეული კი  40 ტონამდე იწონის. მიუხედავად მათი ზომისა და წონისა, ვეშაპები მაინც უსაფრთხო ცხოველებად მიიჩნევიან. კუზა ვეშაპები ადამიანებს არ ჭამენ თუმცა არსებობს არა ერთი ფაქტი როდესაც ადამიანს თავს დაესხნენ. ექსპერტები, მაიკლ პაკარდის ინციდენტს ”უცნაურად” აფასებენ რადგან ამგვარი ქცევა კუზიან ვეშაპებს როგორც წესი არ ახასიათებს.