მწერების ნაცხი ავიღეთ, ბიბილოვს გაზეთში გახვეულს გავუგზავნით – აქცია ერგნეთში

“მწერების ნაცხი ავიღეთ, ბიბილოვს გაზეთში გახვეულს გავუგზავნით”- სოფელ ერგნეთში ორგანიზაცია საინფორმაციო თავდაცვის ლეგიონმა , საოკუპაციო ხაზთან აქცია პერფორმანსი გამართა. აქციის მონაწილეებმა  “ჩერნობილის ფორმებითა” და ეკიპირებით ერგნეთში მიწის, მწერების და მცენარეების “ნიმუშები აიღეს”.

მათი განცხადებით  ე.წ. ცხინვალის შესაბამისი სამსახურები ძალიან წვალობენ, ამიტომ მათ საქართველოს სხვადასხვა წერტილიდან აღებულ ნიმუშებს “ცხოველური ინტერესის” დასაკმაყოფილებლად თავად გაუგზავნიან.

“წესების სრული დაცვით მოხდა ნაცხის შეგროვება, ყელის არედან ავიღეთ ძირითადად ჭიანჭველასა და კოღოებში და გავუგზავნით გაზეთში გადახვეულს ბატონ ბიბილოვს და მედოევს, რომ დაისვენონ როგორმე, ყველა ტერიტორია გვაქვს შეგროვილი, რომელიც მას ასე ძალიან აინტერესებთ”, –  განაცხადა  გიორგი მოლოდინმა.