ნაკლოვანებებსა და დოკუმენტაციით გამყარებულ დარღვევებზე რეაგირება უნდა მოხდეს – სახელმწიფო დეპარტამენტი

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის მოადგილე, კეილ ბრაუნი „ტვიტერზე“ წერს, რომ სახელმწიფო დეპარტამენტი იზიარებს ეუთოს შეფასებას, რომლის თანახმად საქართველოს საპარლამენტო არჩევნები კონკურენტული იყო და დაცული იყო ფუნდამენტური თავისუფლებები.

“ჩვენ ვიზიარებთ ეუთოს შეფასებას: საქართველოს საპარლამენტო არჩევნები კონკურენტული იყო და დაცული გახლდათ ფუნდამენტური თავისუფლებები, მაგრამ ბრალდებებმა ამომრჩეველზე ზეწოლის შესახებ და პარტიასა და სახელმწიფოს შორის გამყოფი ხაზის ბუნდოვანებამ საზოგადოების ნდობა შეამცირა. ნაკლოვანებებსა და დოკუმენტაციით გამყარებულ დარღვევებზე რეაგირება უნდა მოხდეს”, – წერს ბრაუნი ტვიტერზე.