პარასკევი, 26 აპრილი , 2024, 20:53

ნატოს კარი საქართველოსთვის და უკრაინისთვის ღია რჩება – იენს სტოლტენბერგი

“ნატოს კარი საქართველოსთვის და უკრაინისთვის ღია რჩება “- ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ევროპის კოლეჯში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„ჩემი გზავნილი ორივე ქვეყნისთვის არის ის, რომ ისინი ორიენტირებულები უნდა იყვნენ რეფორმებზე, ინსტიტუტების რეფორმირებასა და მოდერნიზებაზე, დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებაზე, კორუფციასთან ბრძოლაზე. ჩვენ ამ რეფორმების გატარების მცდელობაში მათ ვეხმარებით“

„ეს არის ნებისმიერი სუვერენული სახელმწიფოს უფლება, გადაწყვიტოს, უნდა იყოს ნატოს წევრი თუ არა. თუკი ქვეყანას სურს, ნატოს წევრი გახდეს, როგორც ეს საქართველოსა და უკრაინის შემთხვევაშია, ეს ნატოს წევრების და ამ ქვეყნების გადასაწყვეტია და არავისი სხვისი. რუსეთი ვერ უარყოფს სუვერენული სახელმწიფოს უფლებას გახდეს ნატოს წევრი,“- აღნიშნა სტოლტენბერგმა.