ნიკა მელიას და გრიგოლ ვაშაძეს არჩევნების მოგების შანსი აქვთ – ბურჯანაძე

„ერთიანი საქართველოს“ ლიდერი, ნინო ბურჯანაძე აცხადებს, რომ ენმ-ს ლიდერებს, ნიკა მელიასა და გრიგოლ ვაშაძეს მაჟორიტარულ არჩევნებში გამარჯვების შანსი აქვთ.

მისი თქმით, იქნებიან კანდიდატები, ვისაც მისი პარტია მხარს დაუჭერს და ასევე არიან კანდიდატები, ვის მხარდაჭერასაც „ერთიანი საქართველო” არ აპირებს.

„არიან მაჟორიტარები, რომლებსაც ნამდვილად აქვს არჩევნების მოგების შანსი. მაგალითად, ნიკა მელიას, ნამდვილად აქვს ამის შანსი, ასევე გრიგოლ ვაშაძეს ქუთაისში. მაგრამ მე არ ვაპირებ „ნაციონალური მოძრაობის” ან რომელიმე პარტიის მაჟორიტარების შეფასებას. შევთანხმდით, რომ თუ იქნებიან კანდიდატები, რომელიც ჩვენთვის იქნება მისაღები, მათ მხარს დავუჭერთ. ასევე იქნებიან კანდიდატები, რომლებსაც არავითარ შემთხვევაში მხარს არ დავუჭერთ. ამაზე ჩემი პოზიცია ცნობილია. ამიტომ ახლა ფოკუსირება გავაკეთოთ იმაზე, რომ რაც შეიძლება ნორმალური იყოს საარჩევნო გარემო. ამაში ჟურნალისტების წვლილი მნიშვნელოვანია”, – განაცხადა ბურჯანაძემ.