ნიკა მელიას ქვები და კვერცხები დაუშინეს

ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთ ლიდერს და გლდანში ოპოზიციის ერთიან კანდიდატს, ნიკა მელიას ამომრჩევლებთან შეხვედრის დროს კვერცხები და ქვები დაუშინეს. ამის შესახებ ინფორმაციას ერთ-ერთი აქტივისტი ანა ჭარხალაშვილი სოციალურ ქსელში დაწერა.

როგორც ირკვევა, ნიკა მელია გლდანულაში, მოსახლეობას ერთ-ერთ სკვერში ხვდებოდა რა დროსაც სავარაუდოდ კორპუსის სახურავიდან ქვები და კვერცხები დაუშინეს.

“ქართული ოცნება / Georgian Dream სამარცხვინო მოძლადეები ხართ არ შეგრჩებათ!!! შეხვედრა გვქონდა Nika Melia ესაუბრებოდა ხალხს და ქართული ოცნების ტიტუშკებმა ქვები და კვერცხები ისროლეს მაღალი სართულიდან, დიდიხნის მანძილზე დაგვყვებოდნენ,ბოლოს ეს დაგეგმეს. საბედნიეროდ გადავრჩით და ეს ქვები აგვცდა. აუცილებლად აგებთ პასუხს 31 ოქტომბერს!”- წერს ანა ჭარხალაშვილი სოციალურ ქსელშ.

მოგვიანებით ნიკა მელიამ განაცხადა, რომ ის  მოსახლეობას სკვერში ხვდებოდა, რა დროსაც სავარაუდოდ კორპუსის სახურავიდან ქვები დაუშინეს. მელიას თქმით, ეზოში ამ დროს უამრავი ბავშვი იყო, თუმცა თავდამსხმელებისთვის არც ამ ფაქტს შეუშლია ხელი.

მელია ამბობს, რომ თავდასხმის უკან მმართველი გუნდი დგას და მსგავსი ქმედებები სწორედ “ქართული ოცნების” მხრიდან არის წახალისებული.