ნიუსებს ვეღარ ქმნით და ხართ მიშას განცხადებებზე მიბმულები – გუბაზ სანიკიძე ოპოზიციას

გუბზა სანიკიძე თვლის, რომ დღეს სააკაშვილის ხელშია პოლიტიკური ინიციატივა, რადგან ყველა მის განცხადებებზე რეაგირებს და საუბრობს. ამის შესახებ გუბაზ სანიკიძემ “ღამის მთავარში” თქვა.

აქვე გუბაზ სანიკიძემ მიმდინარე წინასაარჩევნო ოპოზიცურ შეუთანხმებლობაზეც ისაუბრა.

ქრონოლოგიურად გავიხსენოთ : ზაფხულის დასაწყისში მთელ ოპოზიცურ სპექტრს მიხეილ სააკაშვილმა შესთავაზა საერთო სია, უპირობო შეთავაზება იყო.

შემდეგ, რამდენადაც მე მაქვს ინფორმაცია, ასევე ევროპულ საქართველოს, 2 თვის წინ სააკაშვილმა შესთავაზა ბლოკი, სადაც სიაში პირველი 50 კაციდან – 20 ევროპულ საქართველოს, 30 – ენმ-ს, მაჟორიტარებში 20 ევ.საქართველოს – 10 ენმ-ს. იქმნება ასეთი სტერეოტიპი, თითქოს, სააკაშვილს არ უნდა ერთობა და ისაა ამაფეთქებელი ყველა ერთობის, რომ ის ცდილობს იყოს პოლარიზება. მე კი მგონია, რომ თქვენ ქმნით პოლარიზებას, სააკაშვილზე თავდასხმით. რაც უფრო მეტს დაიწყებთ სააკაშვილის კრიტიკას და დაბომბვას, მით უფრო მეტი ხმა მიემართება ნაციონალურ მოძრაობას, მერწმუნეთ” – თქვა სანიკიძემ

აქვე, გუბაზ სანიკიძემ მიმართა ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს, არა ნაციონალური მოძრაობიდან, და უთხრა : “ნიუსებს ვეღარ ქმნით და ხართ მიშას განცხადებებზე მიბმულები.”

იქამდე კი, სერგი კაპანაძემ , სანიკიძის საპასუხოდ, სააკაშვილის შეთავაზებაზე თქვა, რომ ასეთი შეტავაზება არ გაკეთებულა, ხოლო გიორგი ვაშაძემ თქვა, რომ მაშინ ის კოალიციაში იყო სხვა პარტიებთან და ასეთის შესახებ არ სმენია. რაზეც გუბაზ სანიკიძემ უპასუხა, რომ ევ.საქართველოს წევრმა აკაკი ბობიხიძემ ერთ-ერთ ეთერში ეს ინფორმაცია დაადასტურა.