ოკუპანტების მიერ დაკავებული ლაშა ხეთერელი თავისუფალია

2020 წლის 30 ივლისს რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული ლაშა ხეთერელი თავისუფალია. ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.

“ლაშა ხეთერელის უკანონო დაკავების და მისი დაუყონებლივ გათავისუფლების საკითხის საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება რეგულარულად აყენებდა ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფორმატში”, – წერია უწყების განცხადებაში.