ორივე მხარემ უნდა შეწყვიტოს ძალადობა – მაიკ პომპეო სომხეთსა და აზერბაიჯანზე

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო სომხეთსა და აზერბაიჯანს მთიან ყარაბაღში საომარი მოქმედებების შეწყვეტისკენ მოუწოდებს.

“ორივე მხარემ უნდა შეწყვიტოს ძალადობა და მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეებთან ერთან იმუშაონ და არსებით მოლაპარაკებებს რაც შეიძლება სწრაფად დაუბრუნდნენ”,- თქვა პომპეომ.

აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ყარაბაღის რეგიონში შეიარაღებული დაპირისპირება 27 სექტემბერს დაიწყო. დაღუპულია ათობით და დაშავებულია ასობით ადამიანი, მათ შორის მშვიდობიანი მოქალაქეები. მხარეები მძიმე არტილერიის გამოყენებასა და სიტუაციის ესკალაციაში ერთმანეთს ადანაშაულებენ.

ოფიციალური მონაცემებით, სამხედრო მოქმედებების დაწყებიდან რეგიონში 95 ადამიანი დაიღუპა, მათგან 11 მშვიდობიანი მოქალაქე.