პაკისტანში თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად ორი ადამიანი გადარჩა

პაკისტანის ქალაქ ყარაჩის მახლობლად სამგზავრო თვითმფრინავის ჩამოვარდნას სულ მცირე 37 ადამიანი ემსხვერპლა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. ავიაკატასტროფის დროს თვითმფრინავში 91 მგზავრი და ეკიპაჟის 8 წევრი იმყოფებოდა.

„შოკირებული და დამწუხრებული ვარ მომხდარით. დაუყოვნებლივ დაიწყება გამოძიება. ვლოცულობთ დაღუპულთათვის და თანაგრძნობას ვუცხადებთ მათ ოჯახებს“,-პაკისტანის პრემიერ – მინისტრი, იმრან ხანი

თვითმფრინავი აეროპორტის მახლობლად მდგარ შენობებს მაშინ შეეჯახა, როდესაც დასაფრენ ზოლზე დაშვებას გეგმავდა. პაკისტანის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ავიაკატასტროფას სულ მცირე 37 ადამიანი ემსხვერპლა. მათი თქმით, მსხვერპლთა რიცხვი სავარაუდოდ გაიზრდება. ამასთანავე ვრცელდება ინფორმაცია სულ მცირე 2 გადარჩენილის შესახებ. კატასტროფის გამომწვევ მიზეზად ტექნიკური გაუმართაობა სახელდება.