“პატრიოტთა ალიანსიდან” ვაკეში ნანა დევდარიანი იყრის კენჭს

“პატრიოტთა ალიანსის” ლიდერებმა მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინეს.პარტიამ როგორც თბილისის, ასევე რეგიონების მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა. ნაძალადევის რაიონში “პატრიოტთა ალიანსის” თავმჯდომარემ, დავით თარხან-მოურავმა კანდიდატად პარტიის გენარალური მდივანი ირმა ინაშვილი დაასახელა.

თბილისში მაჟორიტარობის კანდიდატებად დასახელდნენ:

ნაძალადევის რაიონი – ირმა ინაშვილი; გლდანის რაიონი – მერაბ ჭიქაშვილი; ვაკის რაიონი – ნანა დევდარიანი; სამგორი – გურამ ნიკოლეიშვილი; საბურთალო -კახა ძაგანია; დიდუბე – არჩილ ბენიძე; მთაწმინდა – მალხაზ თოფურია