პუტინს კორონავირუსის ვაქცინა არ გაუკეთებია, მისთვის დაუმტკიცებელი ვაქცინის გამოყენება კარგი არ იქნება – პესკოვი

რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა არ გაუკეთებია, – რუსული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.

„არა, არ გაუკთებია. ის ჯერ დამტკიცებული არაა და ვფიქრობ, სახელმწიფოს მეთაურისთვის დაუმტკიცებელი ვაქცინის გამოყენება კარგი არ იქნება“, – აღნიშნა პესკოვმა ჟურნალისტის მიერ დასმულ შესაბამის კითხვაზე პასუხის გაცემისას.

მისივე თქმით, კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაზე რუსი მეცნიერების მუშაობის შედეგები დამაიმედებელია, თუმცა ამ სამუშაოს დასარულებამდე ვაქცინაციაზე საუბარი ნაადრევია.