ჟურნალისტის კითხვებით გაღიზიანებული გოგა ხაინდრავა საკუთარ მძღოლს კალთაში ჩაუჯდა (ვიდეო)

ტვ პირველის ჟურნალისტების კითხვებით გაღიზიანებული გოგა ხაინდრავა, რომელსაც გადამღები ჯგუფი როგორც ჩანს მისთვის მოულოდნელად დახვდა, ჟურნალისტების კითხვებს გაექცა, მანქანაში ჩაჯდა და წავიდა. თუმცა მანქანაში ჩაჯდომის პირველი მცდელობისას კალთაში საკუთარ მძღოლს ჩაუჯდა.

გადაცემა “ნოდარ მელაძის“ შაბათში გასული რეპორტაჟის თანახმად სახელმწიფომ რეჟისორ გოგა ხაინდავას 2020 წლის 13 მარტს სახელმწიფოს მიმართ დავალიანება – 4.616 მილიონი ლარი ჩამოაწერა. საქართველოს მთავრობის განკარგულება №537–ით გოგა ხაინდრავას აპატიეს დავალიანება, რომელიც სახელმწიფოსთან შეუსრულებელი ვალდებულებების გამო დარიცხული ჯარიმებით დაგროვდა.

გოგა ხაინდრავამ არ უპასუხა კითხვას, რატომ ჩამოაწერეს მას სახელმწიფოს დავალიანება და რატომ არ შეასრულა პირობა, რომელიც 2014 წელს თეთრიწყაროს რაიონში სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის სიმბოლურ ფასად მიღების დროს აიღო.