რვა მარტის შეთანხმება ჩაშლილია, მწვავე წინასაარჩევნო პერიოდი იქნება – ზაალ უდუმაშვილი

“რვა მარტის შეთანხმება ჩაშლილია, მწვავე წინასაარჩევნო პერიოდი იქნება “-ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთმა  ლიდერმა ზაალ უდუმაშვილმა გადაცემა “დღის სტუმარში” განაცხადა.

ხელისუფლებისა და ოპოზიციის ისტორიულ შეთანხმებაზე საუბრისას, უდუმაშვილი ამბობს, რომ მისი სრულად შეუსრულებლობით, “ქართულმა ოცნებამ” კიდევ უფრო დაძაბა და პოლარიზებული გახადა ისედაც დაძაბული პოლიტიკური გარემო.

ძალიან პოლარიზებული წინასაარჩევნო კამპანია იქნება. ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ საქართველოში პოლიტიკური გარემო ნორმალური ყოფილიყო და ერთმანეთს შევჯიბრებოდით წინასაარჩევნო პროგრამებით და არა ქუჩაში ვმდგარიყავით.. ამიტომ შევედით ამ მოლაპარაკებაში ხელისუფლებასთან, – განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

ცნობისთვის, ხელისუფლება 8 მარტის ისტორიული შეთანხმების იმ ნაწილის შესრულებაზე, სადაც პოლიტპატიმრების გათავისუფლებაზეა საუბარი, უარს ამბობს და აცხადებს, რომ ქვეყანაში პოლიტიკური პატიმრები არ არსებობენ.