რიონის ხეობის მცველები ქუთაისის მერიამდე მსვლელობას აწყობენ

რიონის ხეობის მცველები სოფელი გუმათიდან ქუთაისის მერიამდე მსვლელობას მართავენ.

აქციის ორგანიზატორები მთავრობის წარმომადგენლებთან შეხვედრას გამართავენ. მთავრობამ ქუთაისში ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ლერი ბარნაბიშვილი, სახელმწიფო რწმუნებულები იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის მხარეში, ზვიად შალამბერიძე და პარმენ მარგველიძე, ასევე უმრავლესობის დეპუტატები გააგზავნა.

აქციის ორგანიზატორები ითხოვენ, შეხვედრაზე დასწრების უფლება მედიასაც მისცენ, ან შეხვდრის მიმდინარეობა თავად ჩაიწერონ, წინააღდმდეგ შემთხვევაში, შეხვედრას არ დაესწრებიან.