რუსეთის მიზანია, საქართველო არ გახდეს ნატოსა და ევროკავშირის წევრი – იან კელი

საქართველოში აშშ-ს ყოფილი ელჩი, იან კელი, აცხადებს, რომ რუსეთის მიზანია საქართველო არ გახდეს ნატოსა და ევროკავშირის წევრი. ამის შესახებ მან “ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის” მიერ მოწყობილ ონლაინ დისკუსიის დროს განაცხადა.  იან კელიმ ასევე ხაზგასმით აღნიშნა,  რომ ანაკლიის პორტის პროექტის შეჩერება რუსეთისთვის საკმაოდ ხელსაყრელი იყო.

“რა არის რუსეთის მიზანი, არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ მთელი პოსტსაბჭოთა სივრცისთვის, მათ შორის უკრაინისთვის. მე ვფიქრობ, მათი მიზანია დარწმუნდნენ, რომ საქართველო არ იღებს ნატოს წევრობის სამოქმედო გეგმას, არ ხდება ნატოსა და ევროკავშირის წევრი.მე შეშფოთებული ვიყავი საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, როდესაც ანაკლიის პროექტი შეაჩერეს.

ვფიქრობ, თუ შეხედავთ, თუ ვინ იგებს ამ გადაწყვეტილებით, რომ შავ ზღვაში არ აშენდეს ღრმაწლოვანი პორტი, ეს რუსეთია. მე შეშფოთებული ვიყავი, ეს პორტი ვფიქრობ, რომ გაზრდიდა ნატოს შესაძლებლობას, რომ კავშირი ჰქონოდა საქართველოს სანაპირო დაცვასთან, მას მეტი გემები ეწვეოდნენ. ეს ნამდვილად უზრუნველყოფდა დასავლეთის კუთხეს სამხრეთ დერეფნის კასპიის ზღვის ენერგიისთვის. მე ვფიქრობ, ანაკლიის პორტის პროექტის შეჩერება რუსეთისთვის ნამდვილად ხელსაყრელი იყო”.- განაცხადა იან კელიმ.