რუსეთმა საქართველოს საჰაერო სივრცე დაარღვია

რუსეთმა საქართველოს საჰაერო სივრცე დაარღვია. გავრცელებული ინფორმაციით, ოკუპანტები სამხედრო ვერტმფრენით იმყოფებოდნენ და ცხინვალიდან ახალგორის მიმართულებით გადაიფრინეს.

აღნიშნული ფაქტი გამყოფ ხაზთან ინციდენტების, პრევენციების და მათზე რეაგირების ფორმატში რიგით 98-ე შეხვედრისას მოხდა.

სუს-ის განცხადებით, საჰაერო სივრცის დარღვევის საკითხი ერგნეთში მიმდინარე შეხვედრაზე იქნება დასმული.