სააკაშვილი აცხადებს, რომ რამდენიმე კვირის წინ მას კორონავირუსი ჰქონდა

ტელეკომპანია “პირველის” ეთერში, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა  განაცხადა, რომ მას რამდენიმე კვირის წინ კორონავირუსი ჰქონდა.

“თითქმის არც გამიგია, უბრალოდ მერე ამომიგდო ანტისხეულები. მე იმას ვიძახი, რომ არ უნდა გვეშინოდეს, რა თქმა უნდა ფრთხილად უნდა ვიყოთ, ყველა ნორმა უნდა დავიცვათ, ნიღაბი უნდა ვატაროთ, ხელები უნდა დავიბანოთ”, – აცხადებს მიხეილ  სააკაშვილი.