საბერძნეთში საქართველოს საელჩო მოქალაქეების საყურადღებოდ განცხადებას ავრცელებს

საბერძნეთში საქართველოს საელჩო მომსახურების წესების ცვლილებების შესახებ განცხადებას ავრცელებს.

“საბერძნეთის რესპუბლიკაში ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო, საბერძნეთის მთავრობის გადაწყვეტილებით, ლოქდაუნი გაგრძელდება 2021 წლის 8 მარტამდე.

აღნიშნული სიტუაციის გათვალისწინებით, საკონსულო განაგრძობს მომსახურების განსაკუთრებულ რეჟიმში მუშაობას, რაც ითვალისწინებს ადგილზე საკონსულო მომსახურების შეზღუდვებს.

აქვე, კიდევ ერთხელ გვსურს გაცნობოთ, რომ გადაუდებელ, სასიცოცხლო მნიშვნელობისა და საგანგებო შემთხვევებში, საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ დაუკავშირდნენ საბერძნეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს ცხელ ხაზზე, რომელიც ფუნქციონირებს ყოველდღე, შაბათ-კვირის ჩათვლით, 24 საათის განმავლობაში: 6995779793.

რაც შეეხება საკონსულო მომსახურებებს, მათ შორის, დისტანციურ მომსახურებებთან დაკავშირებულ საკითხებს, ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ყოველ სამუშაო დღეს. ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ დაუკავშირდეთ საელჩოს დილის 10.00 საათიდან 13.00 საათამდე, შემდეგ ნომრებზე: 210 674 2186; 210 748 9180. ასევე ელ. ფოსტის მეშვეობით: athens.con@mfa.gov.ge / athens.emb@mfa.gov.ge”,– წერია საელჩოს განცხადებაში.