საგარეჯოში მომუშავე ექთანს სიღრმისეული კვლევების შედეგად, კორონავირუსი არ დაუდასტურდა და კლინიკიდან გაწერეს

საგარეჯოს „ჯეო ჰოსპიტალის“ და ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის ექთანს ლუგარის ლაბორატორიაში ჩატარებული სიღრმისეული კვლევების შედეგად კორონავირუსი არ დაუდასტურდა. როგორც ბოჭორიშვილის კლინიკაშიი განაცხადეს, მათ კლინიკაში იზოლირებულ განყოფილებაში მოთავსებული ექთანი სახლში გაეწერა.

„მედდა მოთავსებული იყო იზოლირებულ ბოქსირებულ პალატაში და დღეს გაეწერა კლინიკიდან სახლში“, – განაცხადა ბოჭორიშვილის კლინიკაში.

შეგახსენებთ, რომ საგარეჯოს „ჯეო ჰოსპიტალისა“ და ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის ექთანს რამდენიმე დღის წინ სწრაფი ტესტით covid-19 -ის არსებობა დაუდასტურდა, ხოლო PCR ტესტმა ვირუსის არსებობაზე უარყოფითი შედეგი აჩვენა, რის გამოც სიღრმისეული კვლევების ჩატარება გადაწყდა.