სამგორში ლევან ხაბეიშვილის საარჩევნო შტაბი დაარბიეს

ნაციონალური მოძრაობის სამგორის  მაჟორიტარობის კანდიდატის, ლევან ხაბეიშვილის ინფორმაციით, გვიან ღამით პარტიის სამგორის საარჩევნო შტაბის ოფისი დაარბიეს. მისი თქმით, ჩალეწეს მინები და დააზიანეს ბანერები.

“სამგორის(აფრიკის) ოფისი დაგვირბიეს. თვითმხილველები ამბობენ, რომ 2 მამაკაცი იყო. მათ აგურები დაუშინეს ოფისს და გაიქცნენ” – ამბობს ხაბეიშვილი. ის ასევე აღნიშნავს, რომ “ამ ვიტრინებივით “დაიმსხვრევა” ქართული ოცნება 31 ოქტომბერს”.

ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობდნენ. დაწყებულია გამოძიება.