სამეგრელოში, სასწრაფოს მანქანა, რომელსაც დაშავებული გადაჰყავდა, ავარიაში მოყვა

სამეგრელოში, ჩხოროწყუ-მუხურის გზაზე, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟი, რომელსაც დაშავებული გადაჰყავდა, ავარიაში მოყვა.

გავრცელებული ინფორმაციით, სასწრაფოს მანქანა საპირისპირო მიმართულებით მოძრავ ავტომობილს შეეჯახა.

მომხდარის შედეგად 4 ადამიანი დაშავდა, მათ შორის სასწრაფოს 2 ექიმი და მძღოლი, ასევე პირი, რომელიც მეორე ავტომობილს მართავდა. ყველა დაშავებული ქუთაისის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს (ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია).