საპატრიარქოსთან შევთანხმდით – ტაძრები არ დაიხურება, დისტანცია იქნება დაცული – ჩიქოვანი

პრემიერის პრესსპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა, რომ მთავრობა და საპატრიარქო შეთანხმდნენ, რომ ეკლესიები არ დაიხურება, თუმცა მსახურება რეკომენდაციების დაცვით ჩატარდება.

ჩიქოვანის თქმით, მცირე ზომის ეკლესიებში მხოლოდ სასულიერო პირები იქნებიან, დიდი ზომის ტაძრებში კი დაცული იქნება მინიმუმ 2-მეტრიანი დისტანცია.

„ეკლესიებში დაცული იქნება უსაფრთხოების ყველა ნორმა, რომელიც დადგენილია ჯანდაცვის სამინისტროს მიერ და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ“, – აღნიშნა ჩიქოვანმა.

მისი თქმით, ყველა ტაძართან მობილიზებული იქნება პოლიციის ეკიპაჟები, რომლებიც ნორმების დაცვას უზრუნველყოფენ.