საპროცედურო და იურიდიულმა კომიტეტებმა მელიასთვის იმუნიტეტის მოხსნას მხარი დაუჭირეს

პარლამენტის საპროცედურო და იურიდიულ საკითხთა კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე დეპუტატებმა ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის მოხსნას მხარი დაუჭირეს.

სხდომას ვერ დაესწრნენ ნიკა მელიას ადვოკატები. ანრი ოხანაშვილის მტკიცებით, მათ პარლამენტისთვის ოფიციალურად არ მიუმართავთ.

იმუნიტეტის მოხსნის საკითხზე პარლამენტი პლენარულ სხდომაზეც იმსჯელებს. მმართველი პარტიის პოზიციით, ენმ–ს თავმჯდომარეს მანდატს მოუხსნიან, რის შემდეგაც პროკურატურას საშუალება ექნება, სასამართლოს მისი დაკავების მოთხოვნით მიმართოს.