საქართველოს მადლობელი ვართ სომხეთ-აზერბაიჯანის მოლაპარაკების ფასილიტაციისთვის – ბლინკენი

“”აშშ მიესალმება აზერბაიჯანის მიერ 15 სომეხი დაკავებულის გათავისუფლებას”- ამის შესახებ, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი Twitter-ზე წერს და საქართველოს მადლობას უხდის სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მიმდინარე მოლაპარაკების ფასილიტაციისთვის, რომლის შედეგად 15 მოქალაქე გაათავისუფლა და ისინი საქართველოს ტერიტორიის გავლით ოჯახებს დაუბრუნდნენ.

“აშშ მიესალმება აზერბაიჯანის მიერ 15 სომეხი დაკავებულის გათავისუფლებას. ჩვენ საქართველოს ხელისუფლების მადლობელი ვართ მხარეებს შორის მოლაპარაკებების ფასილიტაციში შეტანილი უკიდურესად მნიშვნელოვანი წვლილისთვის. ამგვარი ნაბიჯები რეგიონის მოსახლეობას უფრო დაახლოვებს დამსახურებულ მშვიდობიან მომავალთან”. – წერს ბლინკენი.