საქართველოს პრეზიდენტი და პრემიერი უკრაინელ ხალხს სამძიმარს უცხადებენ

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი უკრაინელ ხალხს, ხარკოვში მომხდარი ავიაკატასტროფის გამო, რომელმაც 26 ადამიანი იმსხვერპლა, სამძიმარს უცხადებს. ამის შესახებ პრეზიდენტი “ტვიტერზე” წერს.

“ღრმად ვარ დამწუხრებული უკრაინის სამხედრო თვითმფრინავის ჩამოვარდნის ტრაგიკული ამბით, რომელსაც ბორტზე მყოფი პირების, მათ შორის საავიაციო სკოლის სტუდენტების სიცოცხლე ემსხვერპლა. გულითადად ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახებსა და მეგობრებს, დაშავებულებს კი სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებ”, – წერს პრემიერმინისტრი გიორგი გახარია ტვიტერზე.

“ძალიან სამწუხაროა აღმოსავლეთ უკრაინაში ავიაკატროფისას ახალგაზრდა კურსანტებისა და მფრინავებს გარდაცვალების შესახებ გაგება. ჩემი ფიქრები უკრაინელის ხალხისა და დაღუპულთა ოჯახებთან ერთადაა”, – წერს პრეზიდენტო სალომე ზურაბიშვილი.

ცნობისთვის, გუშინ სამხედრო თვითმფრინავმა Antonov-26-მა უკრაინაში, ხარკოვის რეგიონში, კატასტროფა განიცადა. ბორტზე მყოფი 27 მგზავრიდან 26 გარდაიცვალა. აქედან 25 – შემთხვევის ადგილზე, ერთი კი დღეს საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში დაიღუპა. ამ დრომდე საავადმყოფოში რჩება ერთი კურსანტი, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. ბორტზე საჰაერო ძალების უნივერსიტეტის კურსანტები და თვითმფრინავის ეკიპაჟის წევრები იმყოფებოდნენ. დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად 26 სექტემბერი უკრაინაში გლოვის დღედ გამოაცხადა