“საჯაროდ ასე რომ იქცევით კულუარებში რაღას იზამთ?“–ოქრუაშვილი ვაკეში ლელოს კანდიდატის დაყენების გადაწყვეტილებაზე

“ლელოს“ გადაწყვეტილებას, ვაკეში მაჟორიტარ კანდიდატად ლევან კობერიძის დაყენების შესახებ ოპოზიციის ნაწილის მხრიდან კრიტიკა მოჰყვა. ცოტა ხნის წინ ლელოს ლიდერები აცხადებდნენ, რომ მათ სიმპატია ქონდათ ელენე ხოშტარიას მიმართ, რომელიც ოპოზიციის ერთიანი კანდიდატია და შესაძლოა ვაკეში კანდიდატურია არ დაეყენებინათ, განსხვავებით სხვა ოლქებისგან, რადგან ლელოს თავიდანვე გაცხადებული ქონდა, რომ ის ოპოზიციის საერთო კანდიდატის შეთანხმების პროცესში მონაწილეობას არ მიიღებდა. გუშინ ლელომ 25 მაჟორიტარი წარადგინა, მათ შორის ვაკის ოლქში.
ამ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით გამარჯვებული საქართველოს ლიდერი, ირაკლი ოქრუაშვილი ფეისბუქზე წერს:
“ჩემი დამოკიდებულება ხაზარაძის გუშინდელ გადაწყვეტილებასთან მიმართებაში

Helen Khoshtaria-ს დაუყენოს კანდიდატი ვაკეში, მაშინ როდესაც საჯაროდ ჰქონდა გაცხადებული, რომ ელენეს მხარს უჭერდა და კონკურენტს არ დაუყენებდა.
ბიძინა ივანიშვილს მეტი კი არაფერი გაუკეთებია, როდესაც გამოაცხადა – პროპორციულ არჩევნებს კი დაგპირდით, მაგრამ კონტრაქტი არ დამიდიაო.
სიტყვა უკვე კონტრაქტია და ორივეს საქციელს გადაგდება ჰქვია. საჯაროდ ასე რომ იქცევით კულუარებში რაღას იზამთ?
ვამბობ ხაზარაძეს და ვგულისხმობ ლელოს გადაწყვეტილების მიმღებ ყველა ლიდერს.“– წერს ოქრუაშვილი.
გადაწყვეტილებას ფეისბუქზე გამოეხმაურა თავად ელენე ხოშტარიაც:
“ლელოს მხრიდან ვაკეში კანდიდატურის დაყენება ჩემთვის მოულოდნელობა იყო ნამდვილად, თუმცა ეს ვერანაირ ჩრდილს ვერ მიაყენებს ჩემს დამოკიდებულებას მათ მიმართ. მიმაჩნია, რომ ლელოს წარმატება ძალიან მნიშვნელოვანია საერთო კოალიციისთვის და მომავალი მრავალფეროვანი მმართველობისთვის!
არის პატარა და დიდი საკითხები. მთავარზე ვკონცენტრირდეთ და შევცვალოთ ეს მთავრობა უკეთესით, დაბალანსებული ძალაუფლებით.“– დაწერა ხოშტარიამ.